Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარაუდობენ, რომ ჩინეთიდან ბელარუსში სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს


ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი. 29 სექტემბერი, 2016.
ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი. 29 სექტემბერი, 2016.

იანვრის დამდეგს მინსკში ოთხი დღის განმავლობაში ოთხჯერ ჩაფრინდა სატრანსპორტო თვითმფრინავი „ბოინგ-747“ ჩინეთის ქალაქ ურუმჩიდან. ამის შესახებ სამონიტორინგო ჯგუფი „ბელარუსკი გაიუნი“ იტყობინება. ჯგუფის აზრით, ჩინეთის სატვირთო ავიაკომპანია Air China Cargo-ს ასეთი აქტიურობა უჩვეულოა. „ბელარუსკი გაიუნი“ აკვირდება ბელარუსში სამხედრო ტექნიკის, მათ შორის რუსეთის შეიარაღების, გადაადგილებას. იგი ვარაუდობს, რომ ურუმჩიდან ბელარუსში ჩაიტანეს სამხედრო ტექნიკა.

მკვლევრები არ ასახელებენ წყაროებს, მაგრამ, სხვათა შორის, ყურადღებას აქცევენ ღია მონაცემებსაც. მინსკში რეისები ოთხი დღე ზედიზედ ჩადიოდა - 8-დან 11 იანვრამდე. თვითმფრინავი ბელარუსის დედაქალაქიდან ჩინეთში მიფრინავდა და შემდეგ უკან ბრუნდებოდა. მინსკში ის დაახლოებით სამი საათი რჩებოდა, რაც საკმარისი დროა გადმოტვირთვისთვის. აეროპორტში თვითმფრინავი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრის სადგომებზე კი არ იმყოფებოდა, არამედ სადგომზე, რომელიც გამოიყენება სამთავრობო თვითმფრინავებისთვის, მათ შორის, რომლებითაც სარგებლობს ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკა. „როგორც ჩანს, ტვირთი არ გადიოდა საბაჟო პროცედურებს და მაშინვე დატოვა აეროპორტი, ვინაიდან სადგომის მახლობლად არსად არაა შესაძლებელი სამხედრო ტვირთის განთავსება, რათა მან დამატებითი ყურადღება არ მიიპყროს და ღია ცის ქვეშ არ იდგეს“, - წერს „ბელარუსკი გაიუნი“.

კერძოდ რა სახის სამხედრო ტექნიკაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, არ იტყობინებიან. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბელარუსის არმიის შეიარაღებაში არის ჩინური დაჯავშნილი ავტომობილები, ჩინური დეტალები კი გამოიყენება ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტა „პოლონეზის“ წარმოებისთვის.

XS
SM
MD
LG