Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტროს დღიურები


ავტორი: მიშო სორდია

"დაკარგული ქვეყანა"

"დე, დედა, დე, დე, შეხედეე მეტროში ჩიტი შემოფრინდა, დეე.."

ბავშვის დედა კი ტელეფონში ჩავარდნილია ნახევარი ტანით, ქუთუთოები კი რთული ღამის ზღაპარია, ჩახედა და გულწფრელად გაუღიმა.

"დე, დე, დედა, ანუ რა გამოდის ჩიტებიც მეტროთი მგზავრობენ? "

დილის რვა საათია, სანამ თვალს გავახელდი რაღაცამ ამაფორიაქა სიზმრების სამყაროში, ამიტომ არც ისე სიცოცხლით სავსემ და პოზიტიურმა გავიღვიძე, სანამ სამსახურში წავიდოდი, წარმოვიდგინე რომ პატარა ყავახანის მეპატრონე ვიყავი, რომელიც თვალებში ჯაზით ხვდება მძინარე კლიენტებს და თავისი ჯადოსნური ხელებით საოცარ ყავას ხარშავს, მე ერთბაშად მეპატრონე და კლიენტი ვიყავი საკუთარ ცივ კედლებში, მტვრისგან შეჭმულ აივანზე თუთუნის ნარჩენებს ვფხიკავ, ვახვევ და დილის რიტუალს ვაგვირგვინებ,

მეტროში ჩასულს უკვე მთქნარება მეწყება, რადგან არასწორი ფლეილისტით დავიწყე დილა, მუსიკამ ჩემი ფიქრებიც მელანქოლიური გახადა, მელოდიები და სხვადასხვა ინსტრუმენტის ჟღერადობები მიცვლიან შთაგონების და წარმოსახვის ბირთვს, შემოსული მელოდია განაგებს როგორც გონებას ასევე სხეულს, თითებშიც კი ვგრძნობ ნოტების პულსაციას, გონებაში კი წარმოვიდგენ როგორ ცოცხლდებიან მუსიკალური ინსტრუმენტები და ქარიშხალივით ბღავიან, ცოტა ეროტიულიც არის ეს ყველაფერი, სადგურის მოედანზე გამოვჯლაგუნდით უძილოთა არმია, გადაღლილი სახეებით, გადამწვარი ძვლებით მოშრიალე სხეულები ერთმანეთს ვედებით და ვცდილობთ ფეხსაცმლების მოძრაობებით მიმართულება ვიპოვოთ, ვცდილობ შეშინებულ და დაბნეულ ჩიტს ავხედო და თვალი ჩავუკრა, როცა უეცრად ჩემს უკან მომავალმა ხანში შესულმა ქალბატონმა ქუსლზე ზუსტ წერტილში დაბიჯებით ფეხსაცმელი გამხადა, სიგიჟეა, გაცეცხლებულ ბრბოში ვცდილობ კიდეზე გადავიდე ცალკინკილით, თან უამრავ ბოდიშს ვიხდი, ჩიტის პანიკური ჭიკჭიკიც გავიგე, ვცდილობ ამ მდგომარეობაში მას

ავხედო და ვუთხრა, რომ ზუსტად მესმის მისი, მეც ეგრე ვფიქრობ, აქ რა ჯანდაბამ შემომიყვანა თქო?! ამ ქაოსში, უწყვეტ გარდამტეხ სადგურზე, სადაც ყველა ცდილობს სხვა მიმართულებით წავიდეს, მარმარილოს უხასიათო მძიმე კედლიდან ხელი გამოდის და ტელეფონს მაწვდის, რეალობის მელოდია შავხვრელს ემსგავსება, დღვიბავს ირგვლივ ყველაფერს, დაუფიქრებლად და მექანიკურად ვართმევ ამ უცნაურ ხელს ტელეფონს, დამნაშავის მსგავსად აქეთ იქით ვაცეცებ თვალებს, თითქოს საიდუმლოს ველოდები, ტელეფონის მეორე მხარეს სადაც სიჩუმე მოკრძალებულად იმანჭება, უეცრად მესმის ფხაკუნის ხმები, როგორ რითმულად იწყებს საყვირი შორიდან თვითგამოცოცხლების ჩურჩულს, ღვთაებრივი ხმაა, ნელნელა შორდება ტელეფონს და უფრო შორიდან მესმის, ამ დროს კი ჩაახველა უცნობმა და სიტყვების მელოდიით აგრძლებს ჩემი სხეულის სასიამოვნოდ დაზავფრას, " ბატონო ჯუზეპე, თქვენ შემჩნეულიხართ სიკეთის უანგაროდ გაცემაში, არაერთხელ ვეცადეთ თქვენი სწორ გზაზე დაყენება, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ ახლა თქვენი დახმარება გვჭირდება ერთ საქმეში, თუ დაგვთანხმდებით მაშინ თვალს დავხუჭავთ თქვენს უპასუხისმგებლო საქციელზე, იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ცოტათი უფრო გულგრილი გახდებით, ჩვენი საერთო მეგობარი კავშირზე გამოვა, დროებით."

საყვრის სასიმოვნო ბგერებთან ერთად უცნაური ხელიც გაუჩინარდა, მე კი გაშიშვლებული ქუსლის ამარა დავრჩი სადგურის მოედნის შუაგულში, ფიქრებს შესცივდათ და მოიკუნტნენ, გონების ნაწილაკები ერთმანეთს ისე მჭიდროდ შეეჯახნენ შიშისგან, რომ თავი უეცრად ამტკივდა, ზომბების არმიამ გამოვაღწიეთ მეტროდან, ოფისისკენ დაახლოებით ხუთასი მეტრი უნდა მეარა ციცაბო აღმართზე, ვაჟას მეტროდან ნუცუბიძის ქუჩამდე, საკამოდ სასიამოვნო ვიწრო ქუჩაა, საბავშვო ბაღიდან ბავშების გაურკვეველი სიტყვები ცვივა, ვცდილობ გავარკვიო რომელი მოგონილი სიტყვა რას წააგავს, მაგრამ გონება აქაფებული მაქვს, გადღვლებილი, აზელილი, ამ დროს კი სიზმარი მახსენდება, ხომ გქონიათ მსგავსი მომენტი, როდესაც არსაიდან ტვინი იქექავს თავის უჯრებში და პირველივე რაც ხელში მოხვდა იმას გიგდებს, პატარა კინოთეატრი აღმოცენდა უეცრად გონებაში სადაც სიზმრის არასრული ამონარიდები გაუშვეს, პირველი აქტი გზაჯვარედინზე ვდგავარ შუქნიშანი მაქვს თავის მაგივრად და მხოლოდ ყვითელ ფერს ვანათებ, დაბნეულობსიგან მანქანები მიყურებენ და ვერ გაურკვევიათ წავიდნენ თუ არა, მეც უხერხულობისგან მწვანდები და ამ დროს ყველამხრიდან ძრავის ქუხილი ფორიაქობს ჰაერში.

მთელი დღე სამსახურში მაერორებდა, თითქოს თავში მხოლოდ ერთი მოგონება დამრჩენოდა, ეს დამპალი მთავრობა! გასუსული ბუებივით გაკვირდებიან, გიცქერენ, სახლებიდან, ცათამბჯენებიდან, მანქანებიდან, ოჯახებიდან, ბავშვების სულებიდან, დედის ძუძუებიდან და ვინ იცის კიდევ საიდან, ყავის აპარატთან გავშეშდი მხდალი ჯარისკაცივით, მაცახცახებს, მხოლოდ ახლა მიიიღო ჩემმა დაღლილმა ტვინმა და კარგად გაიაზრა ის რაც დილით შემემთხვა სადგურზე, რაღაც მომენტამდე ვფიქორბდი, რომ სიმზმრში მომხდარი უსაფუძვლო ისტორიის ნაწილი იყო, ზუსტად იმ წამს გავაცნობიერე რა შარში გავყავი თავი, ყავის აპარატი რძის აქაფებას იწყებს, გამჭირვალე სამზარეულოდან ვხედავ როგორ მობაჯბაჯებს ჩვენი ოფისის სიამაყე, წარჩინებული მზიკო დეიდა, შუახნის დაუკმაყოფილებელი ქალბატონი რომელიც ცდილობს ყველას ყველაფერი ასწავლოს, სახეს ვმანჭავ და ხველებას ვიწყებ, რომ იქნებ არ გაჩერდეს, პირდაპირ ჩემთან მოვიდა ზურგით დამიდგა, ჩუმად არაფერს შუაში დაიწყო საუბარი " ჯუზეპე, არ მოიხედო! ჩვენს საერთო ნაცნობს სურს ერთი მნიშვნელოვანი საქმე დაგავალოს, ოცდასამ მაისს ევროკავშირის დელეგაცია ჩამოდის და ღია ცის ქვეშ გაიმართება აქტივობა, სადაც წარმოვაჩენთ თავს საუკეთესო მხრიდან, რომ მაქსიმალურად მოვაწონოთ თავი, ამ მშვიდ, სასიამოვნო გარემოში, შემოხვალ შენ, ცხვარს შემოასეირნებ, თითქოს ეს შოუს ნაწილია, ბავშვებს მოაფერებინებ, შეეცდები თავი მოაწონო ყველას და ზუსტად ამ დროს გამოჭრი ყელს და შეეცდები გაატყავო." მუხლები ამიკანკალდა, ვერ

გავიაზრე საკუთარი თავიც კი, როგორ ავღმოჩდი ამ სიტუაციაში? პირი ოდნავ გავაღე თუ არა გამაჩერა, " ნუ იდარდებ, ცხვარი უკვე შენს ბინაში მივიყვანეთ და სამზარეულოს მაგიდაზე კარგად გალესილი დანაც დავტოვეთ, შენი იმედი აქვს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, დაანახე მაგ ღორებს, რომ არ სჭირდება თამარის და ილიას ქვეყანას აღვირახსნილი, უკულტურო და ცისარტყელა ადამიანები! " გაშეშებული ვიდექი, სიცივემ ისე უეცრად დამიარა , რომ კანი დამეჭიმა, ისევ განაგრძო " ახლა კი თითქოს რამე იხუმრე " გადაიხარხარა, მხარზე ხელი მომარტყა " კარგი რა ჯუზეპე, როგორი ხუმარა ხარრ, ღმერთოო, ჰაჰაჰა, ".

ფანჯრისკენ გავიხედე, მომაკვდინებელი სიძულვილი გამიჩდა საკუთარი ხალხის მიმართ, ერთდროულად ტირილი და სიბრაზისგან ბღავილი მსურდა, მტკიოდა, ეს ტკივილი შინაგანად მწვავდა, საკუთარი უმეცრეობა და უმოქმედობა მახრჩობდა, ვხედავდი, ჩემს თვალწინ, როგორ გამეტებით ახრჩობდნენ წუმპეში ამ კარგ ქვეყანას, მე კი მათთან ერთად ვიდექი, არ ვმონაწილებდი ამ მასიურ მკვლელობაში მაგრამ არც ვცდილობდი გამეჩერებინა ვინმე, რადგან მეშინოდა, შემდეგ როდესაც საბოლოოდ ფართხალი შეწყვიტა საწყალმა ქვეყანამ, შემრცხვა, ბრბო დაიშალა, მე კი ისევ იქ ვიდექი, მრცხვენოდა საკუთარი არსებობის, რადგან არაფერი მოვიმოქმედე, როდესაც მას უჭირდა, უმოძრაოდ დავეყუდე და მივეცი საშუალება უუნარობას და სიბნელეს საბოლოოდ გაენადგურებინა ის რაც ყველაზე მეტად მიყვარდა, ჩემი ქვეყანა, რომლის სიკვდილი უბედურ შემთხვევას დაბრალდა.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG