Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა


პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია
პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია

თბილისის ცენტრში, მეტროსადგურ "რუსთაველთან" პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გაერთიანებულ აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ დროშები და ფურცლები წარწერებით.

პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია
პალესტინელებისადმი სოლიდარობის აქცია

"როგორც ინდივიდებსა და გლობალურ საზოგადოებას, ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა გავერთიანდეთ სოლიდარულად და ავიმაღლოთ ჩვენი ხმები უნისონში. თუ გავჩუმდებით ან გულგრილები დავრჩებით ასეთი მძიმე უსამართლობის წინაშე, ჩვენ ამით ჩვენივე ჰუმანურობას ვწირავთ. დროა ვიმოქმედოთ, მოვითხოვოთ პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და პალესტინელი ხალხის ტანჯვის დაუყოვნებელი შეწყვეტა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

რამდენიმე დღის წინ, 26 იანვარს ცნობილი გახდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვიტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისრაელმა უნდა „მიიღოს ყველა ზომა, რაც შეუძლია“, რათა თავიდან აიცილოს პალესტინელთა გენოციდი და გაატაროს სასწრაფო ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს;
  • 1200 ისრაელელი, ძირითადად, მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს 7 ოქტომბერს ჰამასის წევრებმა და აიყვანეს 250-მდე მძევალი, რომელთაგან დაახლოებით 129 ჯერ კიდევ ტყვედ ჰყავთ;
  • საპასუხოდ ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა, რის შედეგადაც ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 26 000-ს აღწევს, მათ შორის უმრავლესობაა ქალები და ბავშვები. კიდევ 7000 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი და, სავარაუდოდ, მკვდარი. პალესტინის 2,3 მილიონი მოსახლის დაახლოებით 85% იძულებით გადაადგილებულია;
  • ისრაელი აცხადებს, რომ მისი მიზანია მძევლების გათავისუფლება და ჰამასის განადგურება. ის ითხოვდა, ჰააგის სასამართლოს საერთოდ არ მიეღო საქმე განსახილველად, რასაც სასამართლო არ დათანხმდა.
XS
SM
MD
LG