Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მი-8 ჩამოვარდა


საილუსტრაციო ფოტო: რუსული ვერტმფრენი მი-8
საილუსტრაციო ფოტო: რუსული ვერტმფრენი მი-8

რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, კარელიის მხარეში, ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი მი-8. ოფიციალური მონაცემებით, მასში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, სამივე დაიღუპა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 4 თებერვალს, ღამით განაცხადა, რომ კავშირი შეწყდა მი-8-სთან, რომელიც ონეგის ტბის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. დღეს, 5 თებერვალს, სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ფრაგმენტები ნაპოვნია ნაპირიდან 11 კილომეტრში, დაახლოებით 50 მეტრის სიღრმეზე.

რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, გამომძიებლებს კატასტროფის გამომწვევი მიზეზის შესახებ პრიორიტეტული ვერსია ამ ეტაპზე არ აქვთ და სტანდარტულად განიხილავენ უამინდობას, ტექნიკურ გაუმართაობას და პილოტის შეცდომას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG