Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა კანონპროექტი ქონების ჩამორთმევაზე არმიის შესახებ "ყალბი" ცნობების გამავრცელებლებისთვის


რუსეთის ფედერაციის საბჭო
რუსეთის ფედერაციის საბჭო

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ, 7 თებერვალს დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი ხდება ქონების ჩამორთმევა პირებისთვის, ვისაც დამნაშავედ მიიჩნევენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ "ყალბი" ცნობების გავრცელებაში, რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებებში, რუსეთის და მისი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოწოდებებში, იმ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებების განსახორციელებლად თანამშრომლობაში, რომელთა ნაწილიც რუსეთი არ არის, ნაციზმის რეაბილიტაციაში.

ყველა ეს ბრალდება უკავშირდება კანონებს, რომლებიც რუსეთმა მიიღო 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კანონპროექტს ახლო მომავალში მოაწერს ხელს.

XS
SM
MD
LG