Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში კვლავ უარყვეს პუტინის მოწინააღმდეგე შამანის თხოვნა ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე


ალექსანდრ გაბიშევი, პუტინის მოწინააღმდეგე იაკუტიელი შამანი
ალექსანდრ გაბიშევი, პუტინის მოწინააღმდეგე იაკუტიელი შამანი

რუსეთში სასამართლომ კიდევ ერთხელ უარყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოწინააღმდეგე იაკუტიელი შამანის, ალექსანდრ გაბიშევის თხოვნა ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე.

გაბიშევი ქვეყნის მასშტაბით ცნობილი გახდა 2019 წელს, მისი მცდელობით მსვლელობა მოეწყო მოსკოვზე, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით.

გაბიშევის ადვოკატმა, ალექსეი პრიანიშნიკოვმა 12 თებერვალს თქვა, რომ ეს არის უკვე მეოთხე უარყოფა იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეკომენდაციისა, რომელშიც მისი კლიენტი იძულებით მოათავსეს 2021 წლის ივლისში.

ციმბირში შამანები საუკუნეებია მსახურობენ როგორც მკურნალები და მედიუმები. საბჭოთა კავშირში ამ მისტიკოსების წინააღმდეგ მკაცრი რეპრესიები ხორციელდებოდა. ბოლო წლებში შამანთა პოზიციები თანდათან გაძლიერდა რეგიონში.

XS
SM
MD
LG