Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლქის გუბერნატორი: ნავთობის საცავს რუსეთის კურსკის რეგიონში ცეცხლი გაუჩნდა დრონებით თავდასხმის შემდეგ,


 რუსეთში, კურსკის მახლობლად მდებარე ნავთობის საწყობზე გაჩნდა ხანძარი დრონებით თავდასხმის შედეგად. 15 თებერვალი. 2024 წელი
რუსეთში, კურსკის მახლობლად მდებარე ნავთობის საწყობზე გაჩნდა ხანძარი დრონებით თავდასხმის შედეგად. 15 თებერვალი. 2024 წელი

ნავთობის საწყობს, რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ კურსკთან, უკრაინის საზღვართან ახლოს, ცეცხლი გაუჩნდა 15 თებერვალს, დილით, უკრაინული უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმის შემდეგ, - განაცხადა რეგიონულმა გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა Telegram-ზე და დასძინა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.

კიევს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

Telegram-ის არხი Baza იტყობინებოდა, რომ ცეცხლი გაუჩნდა 100 ტონიან რეზერვუარს. Telegram-ის მეორე არხი, 112, იტყობინებოდა, რომ ნავთობსაცავს ორმა დრონმა დაარტყა. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება მაშინვე ვერ მოხერხდა.

XS
SM
MD
LG