Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაღიარებული ქვეყნების "მსოფლიო ჩემპიონატზე" "აფხაზეთის ნაკრების" მეტოქეები დაასახელეს


ფოტო არქივიდან: ოკუპირებული აფხაზეთის "ნაკრები" ConIFA-ს ჩემპიონატზე 4 ივნისი 2018 წელი
ფოტო არქივიდან: ოკუპირებული აფხაზეთის "ნაკრები" ConIFA-ს ჩემპიონატზე 4 ივნისი 2018 წელი

გაირკვა ოკუპირებული აფხაზეთის საფეხბურთო "ნაკრების" მეტოქეების ვინაობა არაღიარებული რესპუბლიკების კონფედერაციის საფეხბურთო ასოციაციის ConIFA ჩემპიონატზე (ConIFA-ს არ ცნობენ FIFA და UEFA.) ტურნირი 25 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში ერაყის ქურდისტანში ჩატარდება და მასში მონაწილებას 14 გუნდი მიიღებს.

ოკუპირებული აფხაზეთის გუნდი სეკელის მხარისა და მექსიკის ფეხბურთის ეროვნული ასოციაციის (ANBM) ნაკრებს შეხვდება.

სეკელის მხარე თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე არსებული არაღიარებული ავტონომიაა, სადაც სეკელიების სუბეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს.

მექსიკის ფეხბურთს ეროვნული ასოციაცია (ANBM) ალტერნატივაა მექსიკის ფეხბურთის ასოციაციისა, რომელიც ქვეყანას FIFA-ში წარმოადგენს. ConIFA-სთან თანამშრომლობით ასოციაცია ლიგას Liga de Balompié Mexicano-ს ატარებს.

შარშან ზაფხულში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და მთიან ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკას შორის დაგეგმილი საფეხბურთო მატჩი გადაიდო. თამაში 10 ივლისს სოხუმში უნდა გამართულიყო. თუმცა, ფეხბურთელებმა სოხუმში ჩასვლა ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ ConIFA-მ გადაწყვიტა ოკუპირებული აფხაზეთის "ნაკრებს" მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატზე დამატებითი თამაშების გარეშე მიეღო.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი რეგულარულად მონაწილეობენ ConIFA-ს ტურნირებში. აფხაზეთის „ნაკრები“ 2016 წელს სოხუმში გამართული „არაღიარებული სახელმწიფოების“ ტურნირის გამარჯვებული გახდა.

XS
SM
MD
LG