Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა ოდესას მიმართა, „სახლში“ - რუსეთში „დაბრუნდეს“


რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევმა, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული პროპაგანდისტია, უკრაინის ქალაქ ოდესას „რუსული ქალაქი“ უწოდა.

მედვედევმა კრემლის მიერ კონტროლირებულ საინფორმაციო სააგენტოებს მისცა ინტერვიუ, რომელშიც „რუსულ ქალაქად“ მოიხსენია უკრაინის დედაქალაქი კიევიც.

„ოდესაზე უბრალოდ, შემიძლია ვთქვა: ოდესა სახლში დაბრუნდი! და მორჩა! დიდი ხანია ოდესას რუსეთის ფედერაციაში ველოდებით“, - განაცხადა მედვედევმა. მან ისიც თქვა, რომ რაღაც დროის შემდეგ, „კონფლიქტის განვითარების რაღაც სხვა ფაზაში“ კიევიც უნდა აიღონ „ორი მიზეზით“ - კიევი „რუსული ქალაქია“ და იქიდან „რუსეთის ფედერაციის არსებობას ემუქრება ინტერნაციონალური საფრთხე“, რადგან კიევს მართავს „რუსეთის მეტოქეების ინტერნაციონალური ბრიგადა აშშ-ის ხელმძღვანელობით“.

რუსეთის არმიამ კიევის დაპყრობა უშედეგოდ სცადა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე.

  • რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
  • პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
  • უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG