Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18-მეტრიანი ავტობუსები მარტიდან 4 მიმართულებით იმოძრავებს


18-მეტრიანი ავტობუსი თბილისში
18-მეტრიანი ავტობუსი თბილისში

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2 მარტიდან თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებით მარშრუტებზე ივლის. როგორ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა კახა კალაძემ, ავტობუსები თავდაპირველად იმ მარშრუტებზე გავა, სადაც დიდი მგზავრთნაკადია.

„თავდაპირველად, შევარჩიეთ ოთხი ძირითადი მიმართულება, სადაც დღიურად 55 000 მგზავრობა ფიქსირდებოდა. მაღალი მგზავრთნაკადიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, დატვირთვა პირველ რიგში ამ მიმართულებებზე შეგვემსუბუქებინა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, შეძენილია 160 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსი, აქედან 50 უკვე თბილისშია, დანარჩენები კი ეტაპობრივად შემოვა.

კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისში 200 ცალი 18-მეტრიანი ავტობუსის საჭიროებაა. შესაბამისად, 40 ერთეულის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდება.

4 მარშრუტი, რომლებზეც 2 მარტიდან 18-მეტრიანი ავტობუსები ივლის:

  • N301 (პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარეს უბნამდე) - გაივლის საბურთალოს ცენტრალურ ნაწილს, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირს, რუსთაველის გამზირს, ორთაჭალაში გაბრიელ სალოსის გამზირს;
  • N308 (გლდანიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის შემდეგ მეტროსადგურებს: "ახმეტელის თეატრი", "სარაჯიშვილი", "გურამიშვილი", "ღრმაღელე", "დიდუბე", "წერეთელი", "მარჯანიშვილი", "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი";
  • N314 (დიდი დიღმიდან ორბელიანის(კოლმეურნეობის) მოედნამდე) - გაივლის დიდი დიღმის მიკრორაიონებს, აღმაშენებლის ხეივანს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ზურაბ ჟვანიას მოედანს, თბილისის მერიას, ზოოპარკს, ფილარმონიას, რუსთაველის გამზირს;
  • N302 — მოძრაობს დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონსა და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსს შორის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG