Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა და ლატვია არ არიან უკრაინაში სახმელეთო ჯარის გაგზავნის წინააღმდეგი


ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში, მაგრამ არა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობისთვის.
ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში, მაგრამ არა საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობისთვის.

ლიეტუვის შემდეგ ლატვიამაც არ გამორიცხა სახმელეთო ჯარის გაგზავნა უკრაინაში, რომელსაც ორი წლის წინ რუსეთი დაესხა თავს.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო DPA-ის შეკითხვის პასუხად თქვა, რომ თუ ნატოელი მოკავშირეების შეთანხმება იქნება, ლატვია მასში მონაწილეობის შესაძლებლობას განიხილავს.

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მთლიანად ასეთ მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა იმ პირობით, რომ დასავლელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მართალია არ არსებობს სახმელეთო ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესახებ კონსენსუსი, მაგრამ გამორიცხული არაფერია. ამის ერთ-ერთ მაგალითად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაღმვის სამუშაოები დაასახელა. დასავლეთის ქვეყნების სამხედროების უკრაინაში განლაგება აუცილებლად არ ნიშნავს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში მათ მონაწილეობას, თქვა სტეფან სეჟურნემ და დააზუსტა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების სამხედროების განლაგება “საომარ ზღვარს” არ გასცდება.

XS
SM
MD
LG