Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი ოლიგარქების ნაწილი წლის დასაწყისიდან კიდევ რამდენიმე მილიარდით გამდიდრდა


Bloomberg-ის მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისიდან 3,86 მილიარდი დოლარით გაიზარდა კომპანია „ევროხიმის“ დამფუძნებლის, ანდრეი მელნიჩენკოს ქონება.
Bloomberg-ის მონაცემებით, 2024 წლის დასაწყისიდან 3,86 მილიარდი დოლარით გაიზარდა კომპანია „ევროხიმის“ დამფუძნებლის, ანდრეი მელნიჩენკოს ქონება.

2024 წლის დასაწყისიდან სულ მცირე მილიარდი დოლარით გაიზარდა ზოგიერთი რუსი ოლიგარქის ქონება. სააგენტო Bloomberg-მა დღეს, 1 მარტს, გამოაქვეყნა „მილიარდერების ინდექსი“, რომელიც კომპანიების აქციების ღირებულების საფუძველზეა შედგენილი. პირველ ასეულში 7 რუსია, რომელთაგან 4-ის ქონება გაზრდილია. ოთხივე დასავლეთის მიერაა სანქცირებული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო.

ნავთობის და გაზის კომპანია „კოგალიმნეფტეგაზის“ გენერალური დირექტორის, რეიტინგში 67-ე ადგილზე მყოფი ვაგიტ ალეკპეროვის ქონება წლის დასაწყისიდან 1,51 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 26 მილიარდს აჭარბებს.

1,49 მილიარდით მოიმატა და 25,4 მილიარდს შეადგენს ნოვოლიპეცკის მეტალურგიული კომბინატის და სატრანსპორტო კომპანიების მფლობელი ვლადიმირ ლისინის ქონება. Bloomberg-ის რეიტინგში ლისინი 72-ე ადგილზეა.

წლის დასაწყისიდან 2,08 მილიარდი დოლარით გაიზარდა 81-ე ადგილზე მყოფი, კომპანია „სევერსტალის“ გენერალური დირექტორის, ალექსეი მორდაშოვის ქონება, რომელიც ამჟამად 23 მილიარდს შეადგენს.

3,86 მილიარდი დოლარით მოიმატა კომპანია „ევროხიმის“ დამფუძნებლის, რეიტინგში 82-ე ადგილზე მყოფი ანდრეი მელნიჩენკოს ქონებამ, რომელიც ახლა 22,7 მილიარდია.

XS
SM
MD
LG