გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ ტურკმა რუსეთი მწვავედ გააკრიტიკა "დაუმორჩილებელი ხმების" ჩახშობისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და დასძინა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილი კიდევ უფრო მეტად აღრმავებს შეშფოთებას ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ამ ქვეყანაში.
4 მარტს ჟენევაში, ადამიანის უფლებების საბჭოზე გამოსვლისას ტურკმა ილაპარაკა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერი კანდიდატების არარსებობაზე ადმინისტრაციული ფაქტორების გამო და თქვა, რომ ეს იწვევს "სერიოზულ შეშფოთებას". არსებული მოლოდინით, არჩევნებში იოლად გაიმარჯვებს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
"ხელისუფლებამ კიდევ უფრო გააძლიერა რეპრესიები დაუმორჩილებელი ხმების მიმართ მიმდინარე თვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, - თქვა ტურკმა და დასძინა, - რამდენიმე კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა, თითქოს ადმინისტრაციული დარღვევების გამო. ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილი აძლიერებს ჩემს სერიოზულ შეშფოთებას ამ დევნაზე".
საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 15-17 მარტს გაიმართება.