Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა


პრეზიდენტმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ხუთი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა.

დაჯილდოვდნენ:

  • ბაია პატარაია - ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი;
  • ანა არგანაშვილი - უფლებადამცველი;
  • ,ელისო ამირეჯიბი - "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებელი;
  • ნატო შავლაყაძე - "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებელი;
  • თამარ მუსერიძე - დამფუძნებელი ორგანიზაციისა ,,ვეძებ”.

საქართველოს პრეზიდენტმა ადვოკატი, ორგანიზაცია ,,საფარის” თანადამფუძნებელი ბაია პატარაია დააჯილდოვა ქალთა უფლებების დაცვის, ქალთა გაძლიერების, გენდერის ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისთვის, არაძალადობრივი გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობისათვის.

ანა არგანაშვილი დაჯილდოვდა ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების დაცვის, ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის.

,,ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლებს, ელისო ამირეჯიბს და ნატო შავლაყაძეს, სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ გენდერის ნიშნით ძალადობის მსხვერპლ ქალთა დაცვის, მათ სოციალურ ინტეგრაციასა და ეკონომიკურ გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სისტემური ცვლილებების ადვოკატირებისა და ადამიანური რესურსის განვითარებისათვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის.

პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

XS
SM
MD
LG