Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი თურქეთში ჩავიდა ერდოანთან მოსალაპარაკებლად


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთს სტუმრობდა და თავის კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოანს შეხვდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თურქეთს სტუმრობდა და თავის კოლეგა რეჯეფ ტაიპ ერდოანს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, 8 მარტს თურქეთში ჩავიდა თავის კოლეგასთან, რეჯეფ ტაიპ ერდოანთან მოლაპარაკებაზე რუსეთთან ომის, თავდაცვაზე თანამშრომლობისა და უკრაინული სურსათის ექსპორტის უსაფრთხოების შესახებ.

ზელენსკის ჩასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც უკრაინული, ისე თურქული სახელმწიფო მედია.

უკრაინის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ზელენსკი და ერდოანი ასევე განიხილავენ კიევის 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას კონფლიქტის დასასრულებლად, უკრაინელი ტყვეებისა და ყველა დეპორტირებული პირის გათავისუფლებასთან ერთად და, ასევე, სურსათის გლობალურ უზრუნველყოფას, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტის მეშვეობით.

ორი ლიდერის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში იყო დაგეგმილი. მოლაპარაკებების შემდეგ, ზელენსკი და ერდოანი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ, რომელიც საღამოს 6 საათზე შედგება.

უკრაინაში, რეგიონულმა ოფიციალურმა პირებმა 8 მარტს განაცხადეს, რომ წინა დღეს, რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად, სუმის რეგიონში ორი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. ჩერნიგოვის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის მხრიდან სროლის შედეგად, განაცხადეს უკრაინელმა სამხედროებმა. 8 მარტს, დილით, უკრაინამ მოიგერია რუსული დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რუსეთის მიერ გაშვებული 37 დრონიდან 33 ჩამოაგდო, ნათქვამია არმიის 8 მარტის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG