Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამსტერდამში ისრაელის ომის საწინააღმდეგო აქციის ფონზე, პრეზიდენტი ჰერცოგი მშვიდობისთვის ლოცვის მოწოდებით გამოდის


ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი
ისააკ ჰერცოგი, ისრაელის პრეზიდენტი

ამსტერდამში, ჰოლოკოსტის მუზეუმის გახსნის ცერემონიაზე, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი გამოვიდა მშვიდობისთვის ლოცვის და აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების დაუყოვნებელი გათავისუფლების მოწოდებებით.

ჰერცოგი პორტუგალიურ სინაგოგაში მივიდა, სადაც დახვდა საპროტესტო დემონსტრაცია, რომლის მონაწილეებიც მოითხოვდნენ ისრაელის მხრიდან ღაზაში ომის დაუყოვნებელ დასრულებას.

"მსოფლიოს გარშემო ყვავის სიძულვილი და ანტისემიტიზმი და ჩვენ ამას ერთად უნდა ვებრძოლოთ", - თქვა ჰერცოგმა თავის გამოსვლაში.

ღაზაში ომს ბიძგი მისცა 7 ოქტომბერს აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეტევამ ისრაელზე - რასაც, ისრაელის მონაცემებით, ემსხვერპლა სულ მცირე 1200 ადამიანი.

ისრაელის მხრიდან საპასუხო ომს, ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამ დრომდე შეეწირა 31 000-ზე მეტი პალესტინელი. ღაზის დიდი ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული, რეგიონში ღრმავდება შიმშილი.

XS
SM
MD
LG