Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპის სიტყვების შემდეგ ნატოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ უკრაინას იარაღი სჭირდება და არა თეთრი დროშები


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უარყო პაპ ფრანცისკეს უკრაინისადმი მოწოდება თეთრი დროშის აღმართვის და რუსეთთან მოლაპარაკების თაობაზე და თქვა, რომ კონფლიქტის დასრულების საუკეთესო გზა კიევის შეიარაღებაა.

პაპის განცხადებების შესახებ სააგენტო როიტერსის წარმომადგენლის მიერ დასმულ კითხვას სტოლტენბერგმა 11 მარტს უპასუხა, რომ თუ მსოფლიოს სურს მოლაპარაკების შედეგად გრძელვადიანი მშვიდობიანი გადაჭრა მოიძებნოს, საამისოდ საუკეთესო გზაა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება.

10 მარტს ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში 87 წლის პაპმა თქვა, რომ უკრაინას უნდა აღმოაჩნდეს "გაბედულება" რუსეთთან მოლაპარაკებისთვის, თავისი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.

ორ წელზე მეტხანს მიმდინარე ომში ორივე მხარეს ათიათასობით სამხედროა დაღუპული.

სტოლტენბერგის თქმით, ამჟამინდელ სიტუაციაში მოგვარება უკრაინისთვის კატასტროფული და ნატოსთვის საფრთხის შემქმნელი იქნება.

XS
SM
MD
LG