Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანი: რუსეთის მხრიდან აგრესიის დასრულება არის "პირველი პირობა" უკრაინაში მშვიდობისთვის


კარდინალი პიეტრო პაროლინი
კარდინალი პიეტრო პაროლინი

ვატიკანმა 12 მარტს განაცხადა, რომ მშვიდობისთვის "პირველ პირობას" წარმოადგენს რუსეთის მხრიდან "აგრესიის დასრულება" - ეს განცხადება მოჰყვა პაპ ფრანცისკეს სიტყვებს, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის გაბედულება უნდა გამოიჩინოს", რამაც კრიტიკა გამოიწვია კიევსა და მის მოკავშირეებში.

ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა და პაპის უახლოესმა თანამშრომელმა, კარდინალმა პიეტრო პაროლინიმ ეს განცხადება გააკეთა ყოველდღიურ გაზეთ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში, 12 მარტს. "წმინდა საყდარი ამ გზას მიჰყვება და კვლავ ითხოვს 'ცეცხლის შეწყვეტას', და ცეცხლი აგრესორებმა უნდა შეწყვიტონ", - ამბობს პაროლინი.

XS
SM
MD
LG