Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთიდან ფულადი გზავნილები მცირდება


ფოტოკოლაჟი
ფოტოკოლაჟი

თებერვალში ფულადი გზავნილები წლიურად თითქმის 27%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გასულ თვეში ქვეყანაში ჯამში 272.3 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, 100 მლნ დოლარით ნაკლები 2023 წლის თებერვალთან შედარებით.

ფულადი გზავნილები კვლავ იკლებს რუსეთიდან. თებერვალში იქიდან ჯამში 62.2 მლნ დოლარი გადმოირიცხა, თითქმის 67%-ით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რუსეთისგან განსხვავებით, გაზრდილია ევროკავშირიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა. გასულ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამში 105.6 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა,16%-ით მეტი 2023 წლის თებერვალთან შედარებით.

ევროკავშირის ქვეყნებიდან გზავნილებით კვლავ იტალია ლიდერობს 44 მლნ დოლარით, მეორე ადგილზეა საბერძნეთი 19 მლნ დოლარით, ხოლო მესამეზე გერმანია 18.1 მლნ დოლარით. ევროკავშირის წილი მთლიან გზავნილებში თითქმის 39%-ს შეადგენს.

XS
SM
MD
LG