Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ რამდენიმე რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით


ჩრდილოეთმა კორეამ 2023 წლის 14 აპრილს გამოაცხადა საკონტინენტთაშორისო რაკეტის გაშვების შესახებ.18 მარტს ფხენიანმა რამდენიმე რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით.
ჩრდილოეთმა კორეამ 2023 წლის 14 აპრილს გამოაცხადა საკონტინენტთაშორისო რაკეტის გაშვების შესახებ.18 მარტს ფხენიანმა რამდენიმე რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით.

კორეის სახალხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 18 მარტის დილას რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა იაპონიის ზღვის მიმართულებით.

ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება სამხრეთკორეელ სამხედროებზე დაყრდნობით. რაკეტები გაუშვეს იმ დღეს, როცა სამხრეთ კორეაში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ის მონაწილეობას მიიღებს მესამე „დემოკრატიის სამიტში,“ რომელიც სეულში იმართება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ჩრდილოეთ კორეიდან რაკეტების „განმეორებითი და ძალიან ხშირი გაშვება“.

აშშ-მა და სამხრეთმა კორეამ გასულ კვირაში დაასრულეს მსხვილი ერთობლივი სამხედრო მანევრები. ფხენიანმა, რომელმაც ასევე მოაწყო მანევრები რეგიონში, ისინი შეაფასა, როგორც შეჭრისთვის მზადება.

სამხრეთი კორეა სწავლების წმინდა თავდაცვის მიზნებზე ლაპარაკობს.

ადრე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამ სწავლებაში მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივი პრესის თანახმად, ტანკისტებს ომისთვის მზადებისკენ მოუწოდა.

კიმ ჩენ ინი და ჩრდილოეთ კორეის მთავრობა რეგულარულად აცხადებენ სამხრეთ კორეასთან ომის შესაძლებლობაზე.

XS
SM
MD
LG