Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ახალი წლის“ მოახლოებასთან ერთად, ირანელები საპროტესტო აქციებში დაღუპულთა საფლავებზე გავიდნენ


ტრადიციული საახალწლო სუფრა "ჰაფთ სინი" დემონსტრაციებზე დაღუპულთა სურათებით
ტრადიციული საახალწლო სუფრა "ჰაფთ სინი" დემონსტრაციებზე დაღუპულთა სურათებით

„ახალი წლის“ მოახლოებასთან ერთად, ირანში ბევრი მოქალაქე გავიდა საპროტესტო აქციების დროს დაღუპული ოჯახის წევრების და ნათესავების საფლავებზე, პოლიციის გაძლიერებული კონტროლისა და მზარდი დაძაბულობის მიუხედავად.

ირანის დასავლეთში, ქურთისტანის პროვინციის დედაქალაქ სანანდაჯში, უსაფრთხოების ძალების მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ირანული "ახალი წლის" მოახლოებასთან ერთად ბევრი ოჯახი გავიდა საპროტესტო აქციების დროს დაღუპული თავიანთი ახლობლების საფლავებზე. ირანული "ახალი წელი" 2024 წელს ემთხვევა გაზაფხულის დადგომას, 20 მარტს.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები ასახავენ ცნობილი ადამიანების განსასვენებელ ადგილებს.

მწუხარება და ხსოვნა გამოხატა სინა ნადერის ოჯახმაც ქერმანშიდან. ის ერთ-ერთი იყო იმ ასეულობით დემონსტრანტიდან, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა გარემოებაში დაიღუპნენ. ოჯახმა ნავროზობის ტრადიციული „ჰაფთ-სინის“ სუფრა თავისი ნათესავების საფლავზე გააწყო, რითაც ერთმანეთს შეერწყა „ახალი წლის“ აღნიშვნა და გლოვა ახლობლების დაკარგვის გამო.

ირანში 2022 წლის სექტემბერში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა ახალგაზრდა ქურთი ქალის, პოლიციის მიერ თავსაფრის არასწორი ტარების გამო დაკავებული მაჰსა ამინის გაურკვეველ ვითარებაში სიკვდილს. საპროტესტო გამოსვლები გადაიზარდა ფართომასშტაბიან ანტისამთავრობო დემონსტრაციებში მთელ ირანში. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო დემონსტრაციები, დაიღუპა ასეულობით ადამიანი.

XS
SM
MD
LG