Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ნავალნის გარდაცვალების გამო სანქციებზე შეთანხმდნენ


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის სიკვდილზე.

ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. შეზღუდვები 30-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება, კონკრეტულად ვინ მოხვდება სიაში, ჯერჯერობით უცნობია.

თებერვალში დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა კოლონია "პოლარული მგლის" ხელმძღვანელებს.

ამ კოლონიაში გარდაიცვალა ალექსეი ნავალნი დაუდგენელი მიზეზით.

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც სანქციები დააწესა ნავალნის სიკვდილის გამო.

  • რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის გარდაცვალების შესახებ 16 თებერვალს გამოაცხადა.
  • ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ინფორმაციით, ოპოზიციონერი, რომელიც სასჯელს კოლონიაში იხდიდა, შუადღისას, გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერები თვლიან, რომ ის მოკლეს. ნავალნის ქვრივმა იულიამ პირობა დადო, რომ ქმრის საქმიანობას გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG