Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუს სპორტსმენებს აუკრძალეს პარიზის ოლიმპიადის აღლუმში მონაწილეობა


პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნება.
პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადა 26 ივლისს გაიხსნება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ტრადიციულ მსვლელობაში - მონაწილე ქვეყნების ოლიმპიურ ნაკრებთა აღლუმში. მასში მონაწილეობა აუკრძალეს ბელარუსის სპორტსმენებსაც.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ 19 მარტს მიღებული გადაწყვეტილებითვე, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენების მიერ მედლების მოპოვების შემთხვევაში ნეიტრალური ჰიმნი შესრულდება და აღიმართება სპეციალური მწვანე დროშა.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში რუსეთის და ბელარუსის სპორტსმენთა მონაწილეობის ფორმა მოგვიანებით გაირკვევა.

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის და ბელარუსის მიერ რუსეთის მხარდაჭერის გამო, ამ ორი ქვეყნის სპორტსმენები ზაფხულის ოლიმპიადაში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობენ. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2023 წელს მიიღო. ამასთან, მონაწილეობა საერთოდ აუკრძალეს უკრაინის წინააღმდეგ ომის აქტიურად მხარდამჭერ და რუსეთის და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებთან და უშიშროების სამსახურებთან კავშირის მქონე სპორტსმენებს.

პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადას 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე უმასპინძლებს. წინასწარი ინფორმაციით, ოლიმპიადაში რუსეთიდან მონაწილეობას მიიღებს 36, ხოლო ბელარუსიდან 22 სპორტსმენი.

XS
SM
MD
LG