Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლდანის, ვარკეთილის, ვაკისა და საბურთალოს მიმართულებებით ავტობუსებს ამატებენ


თბილისში რამდენიმე კვირაა მოძრაობს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები.
თბილისში რამდენიმე კვირაა მოძრაობს ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები.

თბილისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა იზრდება. თბილისის მერია გეგმავს იმ ხაზებიდან გამოთავისუფლებული ტრანსპორტი, სადაც 18-მეტრიანი ავტობუსები დაინიშნა, სხვა მიმართულებებზე გადაანაწილოს.

23 მარტიდან:

  • N293 ხაზზე (მეტროსადგურ „სარაჯიშვილიდან“ დიდი დიღმის I და II მკ/რ-მდე) მოძრავ 8-მეტრიან ავტობუსებს 12-მეტრიანები შეცვლის (ინტერვალი 10 წუთი);
  • N387 ხაზზეც (წრიული: საბურთალო, ვაკე, ვერა) 8-მეტრიანის ნაცვლად 12-მეტრიანი ავტობუსი ინიშნება (ინტერვალი 11 წთ);
  • N393 ხაზზე („მეტრომშენი“ - ორბელიანის მოედანი) - 10-მეტრიანი ავტობუსები 8-მეტრიანით შეიცვლება, ინტერვალი კი 20 წუთიდან შემცირდება 15 წუთამდე.

გარდა ამისა, ავტობუსების დამატების შემდეგ ინტერვალი შემცირდება შემდეგ ხაზებზე:

  • N305 („აფრიკა“ - ორბელიანის მოედანი) - 8 წუთი;
  • N319 (მეტროსადგური „ვარკეთილი“, ვაზისუბანი, მახათას მთა, ივერთუბანი, მეტროსადგური „სადგურის მოედანი“) - 7 წუთი;
  • N321 (დიდი დიღომი - მეტროსადგური „სარაჯიშვილი“) -10 წუთი;
  • N336 („ლოტკინი“ - „გადასასვლელი ხიდი“) - 9 წუთი.

მერიაში განმარტავენ, რომ ავტობუსების გადანაწილების პროცესი ოთხი კვირა გაგრძელდება. 13 აპრილამდე 12-მეტრიანი ავტობუსები დაემატება შემდეგ მარშრუტებს: N304, 307, 309, 310, 311, 313, 315, 320, 323, 326, 339, 351, 370, 372, 381, 385 და 388.

XS
SM
MD
LG