Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებამ ყანდაარში ოთხი ადამიანი შეიწირა


აფეთქებას ყანდაარში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. 21 მარტი, 2024 წელი
აფეთქებას ყანდაარში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. 21 მარტი, 2024 წელი

ოთხი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა ავღანეთის სამხრეთში, ქალაქ ყანდაარში 21 მარტს, იტყობინებიან თალიბანის და ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლები.

არსებული ცნობით, აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა თალიბანისთვის დასაქმებული პირები New Kabul Bank-ის ადგილობრივ ფილიალთან შეიკრიბნენ, რათა ხელფასი მიეღოთ.

ყანდაარი თალიბების საყრდენია, ამ ქალაქში ცხოვრობს დაჯგუფების ლიდერი ხიბატულა ახუნდზადა.

მომხდარისთვის პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ბოლო წლებში, მას მერე, რაც თალიბანმა კვლავ აიღო ხელში ძალაუფლება ავღანეთში, „ისლამურმა სახელმწიფომ" არაერთი თავდასხმა მოაწყო. შეიარაღებული ძალების საერთაშორისო კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით, რომელიც წლების განმავალობაში ებრძოდა თალიბებს ავღანეთში, 2022 წელს დატოვა ეს ქვეყანა, რის შემდეგ თალიბანმა კვლავ დაიბრუნა ძალაუფლება. თალიბანის მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს.

XS
SM
MD
LG