Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოზარდს, რომელმაც ხალხი "კროკუს სიტი ჰოლიდან" გაიყვანა, მედლით დააჯილდოებენ


ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა.
ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა.

15 წლის ისლამ ხალილოვს, რომელიც მრავალ ადამიანს დაეხმარა „კროკუს სიტი ჰოლში“ ტერაქტის დროს, დააჯილდოებენ რუსეთის მუსლიმების მედლით „დამსახურებისთვის“. ჯილდოს 29 მარტს, პარასკევის ლოცვის დროს, გადასცემს მოზარდს რუსეთის მუსლიმთა სულიერი სამმართველოს ხელმძღვანელი, მუფთი რავილ გაინუტდინი.

ისლამ ხალილოვი, რომელიც წარმოშობით უზბეკეთიდანაა, საკონცერტო დარბაზის გარდერობში მუშაობდა, როცა 22 მარტს თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, როცა სროლის ხმა გაიგო, მან იმოქმედა ინსტრუქციით, რომლითაც ხელმძღვანელობენ საგანგებო მდგომარეობისას, შეძლო ყველა კარის გახსნა და დიდი რაოდენობით ხალხს მისცა უსაფრთხო ადგილას გასვლის საშუალება.

რეპერმა მორგენშტერნმა თავისი სტრიმისას თქვა, რომ ბიჭის ოჯახს ერთი მილიონი რუბლი გაუგზავნა. პასუხად ისლამ ხალილოვმა მადლობა გადაუხადა არტისტს და თქვა, რომ ახლა მისი ცხოვრება საგრძნობლად გაიოლდება.

22 მარტს, დაახლოებით საღამოს 18:00 საათზე, მოსკოვის გარეუბანში, კრასნოგორსკში, თავდასხმა მოაწყვეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულმა ადამიანებმა, რომლებიც სროლით შეიჭრნენ საკონცერტო დარბაზში და ცეცხლი გაუხსნეს კონცერტის დაწყების მოლოდინში შენობის ჰოლში მყოფ ადამიანებს და შემდეგ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „პიკნიკის“ კონცერტს ათასობით ადამიანი უნდა დასწრებოდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ჯერჯერობით არ წამოუყენებია ოფიციალური ვერსია ბოროტმოქმედების დამკვეთებისა და ორგანიზატორების შესახებ. ტერაქტთან დაკავშირებით ოთხი ადამიანია დაკავებული. ისინი ცენტრალური აზიიდან არიან.

ტერაქტის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 133 ადამიანი და დაჭრილია 150-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG