Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლომ „კროკუსის“ საქმეზე ბრალდებულ კასიმოვს პატიმრობა შეუფარდა


32 წლის ალიშერ კასიმოვმა „კროკუსზე“ თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულს ბინა მიაქირავა.
32 წლის ალიშერ კასიმოვმა „კროკუსზე“ თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულს ბინა მიაქირავა.

მოსკოვის სასამართლომ „კროკუს სიტი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტის საქმეზე დაკავებულ ალიშერ კასიმოვს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ „მედიაზონა“ სასამართლო დარბაზიდან იტყობინება.

გამომძიებლების თქმით, 32 წლის კასიმოვმა ბინა მიაქირავა „კროკუსზე“ თავდასხმაში ერთ-ერთ ბრალდებულს. სასამართლო სხდომაზე კასიმოვმა თქვა, რომ არ იცოდა მისი მობინადრეების ტერორიზმთან კავშირის შესახებ, ხოლო ბინა „ავიტოს“ სერვისის მეშვეობით გააქირავა.

ყირგიზეთში დაბადებული კასიმოვი რუსეთის მოქალაქეა. ცხოვრობს კრასნოგორსკში და ჰყავს სამი შვილი, ძმასთან ერთად ფლობს ჩაის სახლს.

  • 22 მარტს, საღამოს, ავტომატებით შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სიტი ჰოლში“. შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 139 ადამიანი და 180-ზე მეტი დაშავდა.
  • თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთმა ფილიალმა(„ხორასანი").
  • რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანახმად, დაკავებულია 11 პირი, მათ შორის თავდასხმის 4 უშუალო მონაწილე, რომლებიც ტაჯიკეთიდან არიან.
  • 24 და 25 მარტს, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 7 ბრალდებულს. ოთხს ტერაქტში უშუალო მონაწილეობაში ადანაშაულებენ, დანარჩენებს კი - მათ დახმარებაში.
  • კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების შეკითხვისთვის, რატომ ეტყობათ ეჭვმიტანილებს წამების კვალი.

XS
SM
MD
LG