Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

​​​​​​​რუსეთმა კორექტირებადი ავიაბომბებით დაბომბა ხარკოვი, არის მსხვერპლი


რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ. ხარკოვი, 27 მარტი, 2024.
რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ. ხარკოვი, 27 მარტი, 2024.

რუსეთის სამხედროებმა ოთხშაბათს დაბომბეს ხარკოვი, რის შედეგადაც ზარალი მიადგა ნაგებობებს, მათ შორის - საცხოვრებელ შენობებს.

ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის თქმით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 16 დაშავდა.

ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო სამმართველოს ხელმძღვანელი სიარჰი ბოლვინოვი იტყობინება, რომ 2022 წლის შემდეგ ქალაქზე პირველად განხორციელდა დარტყმა ავიაბომბებით.

როგორც იუწყებიან, საქმე ეხება ბომბებს, რომლებიც ფუგასის ავიაბომბების ბაზაზეა დამზადებული და 250 კგ ტროტილის საბრძოლო მუხტს შეიცავს. როგორც იტყობინებიან, დარტყმა განხორციელდა სკოლის შენობაზე, ასევე ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლებზე.

ომის მხარდამჭერი რუსი ბლოგერები წერენ, რომ დარტყმისას გამოყენებულ იქნა კორექტირებადი ავიაბომბები. ისინი აღნიშნავენ, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში პირველი ასეთი შემთხვევაა. ადრე კორექტირებადი ავიაბომბების ფართო გამოყენების შესახებ იტყობინებოდნენ ავდეევკის შტურმისას.

XS
SM
MD
LG