Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Georgian Airways-ით საფეხბურთო მატჩზე გაფრენა-დაბრუნება სულ მცირე €590 ჯდება


ავიაკომპანიამ გერმანიის ქალაქების მიმართულებით სამი ჩარტერული რეისი დანიშნა.
ავიაკომპანიამ გერმანიის ქალაქების მიმართულებით სამი ჩარტერული რეისი დანიშნა.

ქართულმა ავიაკომპანია Georgian Airways-მა, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით გასამართი საფეხბურთო მატჩებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა, ბილეთების გაყიდვა დაიწყო. როგორც რადიო თავისუფლებას ავიაკომპანიაში უთხრეს, გერმანიის სამივე ქალაქის მიმართულებით ერთი მგზავრის მხოლოდ გაფრენის ან გამოფრენის ღირებულება 295 ევროდან იწყება, რაც ჯამში, სულ მცირე, 590 ევროა (1700 ლარზე მეტი).

ფრენები შესრულდება:

  • თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს);
  • თბილისიდან ჰამბურგში 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს);
  • თბილისიდან დუსელდორფში 25 ივნისს (გამოფრენა დუსელდორფიდან თბილისში 27 ივნისს).
ავიაკომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (14:07 საათი). ამ დროს ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია და ფასი გაძვირებული.
ავიაკომპანიის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია (14:07 საათი). ამ დროს ბილეთების ნაწილი უკვე გაყიდულია და ფასი გაძვირებული.

ვებსაიტზე უკვე ჩანს, რომ ბილეთების რაოდენობა ამ თანხის კატეგორიაში შეზღუდულია.

26 მარტს „ევრო 2024-ის" შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში სძლია. შესაბამისად, საქართველო ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გერმანიის სამ სხვადასხვა ქალაქში ითამაშებს: დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში.

XS
SM
MD
LG