Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის პოლიცია: ირანელ ჟურნალისტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებმა ქვეყანა დატოვეს


პურია ზერაათი, ირანელი ჟურნალისტი
პურია ზერაათი, ირანელი ჟურნალისტი

ლონდონის პოლიციის განცხადებით, იძიებს 29 მარტს ირანელ ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეს, თუმცა გამომძიებლებს ჯერჯერობით თავდასხმის მოტივი არ დაუდგენიათ.

3 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ, სავარაუდოდ, სამი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში, რომლის დროსაც ფეხში დაჭრეს სპარსულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტი პურია ზერაათი. პოლიციის ცნობით, სამმა კაცმა ინციდენტიდან ცოტა ხანში მანქანა მიატოვა და რამდენიმე საათში ქვეყანაც დატოვა.

ზერაათი მუშაობს ირანის საერთაშორისო ტელევიზიაში, რომელიც კრიტიკულად აშუქებს ირანის მთავრობის პოლიტიკას.

XS
SM
MD
LG