Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ არა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეხვედრას ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროოპტიმისტების“, „ახლის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე - პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა შეხვედრა დროში ემთხვევა ქალთა კვოტირების დაჩქარებული წესით გაუქმებას პარლამენტის მიერ და ე.წ. აგენტების კანონის ხელახალ ინიციირებას.

ე.წ. აგენტების კანონის ხელახალი ინიციირების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ მმართველი პარტია საკუთარი გადაწყვეტილებით საბოტაჟს ეწევა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

„'ოცნებამ' თავისი განაცხადი ძალიან მკაფიოდ გააკეთა - ევროპას უთხრა „არა“!.. ყველა შესაძლო საკითხზე, რაც განაპირობებს ჩვენს ხვალინდელ დღეს და მოლაპარაკებების გახსნას, ყველა ამ მიმართულებით უთხრა მკაფიო უარი...

„ოცნება“ არის დაკავებული ჩვენი ევროპული გზის და ჩვენი მომავლის საბოტაჟით!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

XS
SM
MD
LG