Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში


კლიმატოლოგთა თქმით, თუ ანთროპოგენური ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს. საილუსტრაციო ფოტო: გვალვა სამხრეთ აფრიკაში. 14 ნოემბერი, 2019.
კლიმატოლოგთა თქმით, თუ ანთროპოგენური ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს. საილუსტრაციო ფოტო: გვალვა სამხრეთ აფრიკაში. 14 ნოემბერი, 2019.

წლევანდელი მარტი რეკორდულად თბილი იყო კლიმატზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა ზედიზედ 10 თვის მანძილზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება კლიმატის ცვლილების ევროპულ სამსახურზე, Copernicus-ზე დაყრდნობით.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო 12 თვე ასევე ითვლება ყველაზე ცხელ პერიოდად, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. 2023 წლის აპრილიდან 2024 წლის მარტამდე, საშუალო გლობალური ტემპერატურა 1,58 გრადუსი ცელსიუსით აღემატებოდა 1850-1900 წლების პრეინდუსტრიული პერიოდის საშუალო ტემპერატურას.

„ასეთ ჩანაწერებზე დაკვირვება - თვიდან თვემდე - ნამდვილად გვაჩვენებს, რომ ჩვენი კლიმატი იცვლება, სწრაფად იცვლება“, - თქვა Copernicus-ის დირექტორის მოადგილემ, სამანტა ბერჯესმა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, 2023 წელი უკვე გახდა ყველაზე ცხელი წელი პლანეტაზე, კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია რეკორდული რაოდენობის ტყის ხანძრები ვენესუელაში და გვალვა სამხრეთ აფრიკაში.

Copernicus-ის მიხედვით, სიცხის მთავარი მიზეზი იყო ანთროპოგენური სათბურის გაზების გამოყოფა. კლიმატოლოგ ფრიდერიკა ოტოს თქმით, თუ ეს ემისიები არ შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს შემდგომ დათბობას, რაც გამოიწვევს უფრო ძლიერ გვალვებს, ხანძრებს, სიცხეს და კოკისპირულ წვიმებს.

XS
SM
MD
LG