Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისთვის მებრძოლ ლეგიონში გაწევრიანების მცდელობისთვის რუსეთში პატიმრობა მიუსაჯეს ორ პირს


რუსეთში ორ პირს ცხრა-ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ლეგიონ "რუსეთის თავისუფლებაში" გაერთიანების გეგმებისთვის. ლეგიონის დროშა, 2023 წ.
რუსეთში ორ პირს ცხრა-ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს ლეგიონ "რუსეთის თავისუფლებაში" გაერთიანების გეგმებისთვის. ლეგიონის დროშა, 2023 წ.

რუსეთში სამხედრო ტრიბუნალმა 10 აპრილს ორ პირს ცხრა-ცხრა წლით მიუსაჯა პატიმრობა ლეგიონ "რუსეთის თავისუფლებაში" გაერთიანების გეგმებისთვის. "რუსეთის თავისუფლება" იბრძვის უკრაინის მხარეს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.

დასავლეთის ქალაქ ლიპეტსკის მცხოვრები, 19 წლის ვსევოლოდ კულიკოვი, დამნაშავედ ცნეს სამხედრო აეროპორტზე ხანძრის გაჩენისა და სახელმწიფო ღალატის მცდელობაში.

თათრეთის მკვიდრი ვიაჩესლავ კუზნეცოვი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატის მცდელობაში.

2023 წლიდან რუსეთში 100-მდე გამოძიება დაიწყო სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით - ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პოსტ-საბჭოთა რუსეთის ისტორიაში.

XS
SM
MD
LG