Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკრონი და ფონ დერ ლაიენი ჩინეთს მოუწოდებენ, რუსეთზე ზეწოლა განახორციელოს უკრაინის საკითხზე


(მარცხნიდან) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი პარიზში. 2024 წლის 6 მაისი
(მარცხნიდან) საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი პარიზში. 2024 წლის 6 მაისი

საფრანგეთმა და ევროკომისიამ 6 მაისს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს, უთხრეს, რომ სურთ, მოსკოვზე თავისი გავლენა მან გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის დასასრულებლად, და რომ ევროკავშირი არ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას.

ჩინეთის ლიდერს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტია ევროპაში. მაკრონმა პარიზში მოლაპარაკება გამართა სი ძინპინსა და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან.

ჩინეთმა ბოლო წლებში გააღრმავა სავაჭრო და სამხედრო კავშირები რუსეთთან.

"იმედი გვაქვს, ჩინეთი რუსეთზე თავის მთელ გავლენას გამოიყენებს, რათა დასრულდეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომი", - უთხრა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტებს.

მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხზე ჩინეთთან კოორდინაცია "აბსოლუტურად გადამწყვეტია".

ფორუმი

XS
SM
MD
LG