Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ კინორეჟისორ მოჰამად რასულოფს გაროზგვა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს


ირანელ კინორეჟისორ მოჰამად რასულოფს (ფოტო: კანი, 19 მაისი, 2017.) ირანის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ირანელ კინორეჟისორ მოჰამად რასულოფს (ფოტო: კანი, 19 მაისი, 2017.) ირანის სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ირანის სასამართლომ ცნობილ კინორეჟისორს, მოჰამად რასულოფს, განაჩენი გამოუტანა და გაროზგვა და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მისმა ადვოკატმა ბაბაქ ფაქნიამ 8 მაისს სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მის კლიენტს მხოლოდ ხუთი წლით მოუწევს საპატიმროში ყოფნა, მაგრამ დაჯარიმდება და ქონებას ჩამოართმევენ.

ფაქნიას თქმით, მოჰამად რასულოფი გაასამართლეს „ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულების“ ბრალდებით.

დასავლელმა უფლებადამცველებმა და კინომრეწველობის წარმომადგენლებმა დაგმეს ირანის ქმედებები რასულოფის წინააღმდეგ და მოითხოვეს მისი გათავისუფლება.

რასულოფის ფილმი სახელწოდებით „წმინდა ფიკუსის თესლი“ (The Seed Of The Sacred Fig) ამ თვეში კანის კინოფესტივალზე იქნება ნაჩვენები. კინორეჟისორმა 2020 წელს ბერლინის კინოფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა ფილმისთვის „ბოროტი არ არსებობს“. ფილმში მოთხრობილია ოთხი ამბავი, რომლებიც დაკავშირებულია ირანში სიკვდილით დასჯის თემასთან და ჩაგვრის პირობებში მყოფი ადამიანების თავისუფლებებთან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG