Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის მთავრობამ „აგენტების კანონი“ გაიწვია


ფოტო არქივიდან. „უცხოეთის აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ქალაქ ბანია-ლუკაში
ფოტო არქივიდან. „უცხოეთის აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა აქცია ქალაქ ბანია-ლუკაში

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სრპსკას(სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა. მას მიზეზი არ დაუსახელებია.

ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ისევე, როგორც საქართველო, რომლის პარლამენტმა, ევროკავშირის არაერთი მოწოდების მიუხედავად, 28 მაისს ანალოგიური კანონი კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.

რესპუბლიკა სრპსკაში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში და კონკრეტულ შემთხვევებში არ გამორიცხავდა მათი მუშაობის აკრძალვასაც. ადგილობრივი მთავრობა „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ მიიჩნევდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ უცხოურ ორგანიზაციებთან, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და არღვევენ რესპუბლიკის კონსტიტუციას.

პარლამენტმა კანონპროექტი თავის დღის წესრიგში 22 მაისს შეიტანა, მიუხედავად 46 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, უარი ეთქვა კანონზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების დამცველ და კორუფციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.

ევროპულმა ორგანიზაციებმა ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ვალდებულებებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG