Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხვა: ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე ელის უდიდესი გამარჯვება ისტორიაში


გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია მომავალი თვის არჩევნებზე მოიპოვებს ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას.
გამოკითხვის თანახმად, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია მომავალი თვის არჩევნებზე მოიპოვებს ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას.

ბრიტანეთის მთავარ ოპოზიციურ ძალას, ლეიბორისტულ პარტიას, მომავალი თვის საყოველთაო არჩევნებში ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ელის, მისი მაჩვენებელი გაუსწრებს 1997 წლის მონაცემს, როცა პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის დროს გაიმარჯვა - წერს ვებსაიტი YouGov 3 ივნისს.

მრავალდონიანი რეგრესიისა და პოსტსტრატიფიკაციის (MRP) სტატისტიკური მეთოდით ჩატარებული გამოკითხვა წინასწარმეტყველებს, რომ ლეიბორისტული პარტია მოიპოვებს 422 ადგილს, რაც მათ მისცემს 194-მანდატიან უმრავლესობას, ხოლო მმართველ კონსერვატორებს არჩევნებზე ელით უდიდესი მარცხი, საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის კონსერვატორული პარტია, ამ ვარაუდით, მოიპოვებს 140 ადგილს, რაც მხარდაჭერის ყველაზე დიდი ვარდნაა 1906 წლის შემდეგ.

მონაცემები შეგროვდა და დამუშავდა 58 000-ზე მეტი მოქალაქის გამოკითხვით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG