Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მიაღწევენ ფაშინიანის გადადგომას


საპროტესტო აქცია ერევანში, 2024 წლის 10 ივნისი
საპროტესტო აქცია ერევანში, 2024 წლის 10 ივნისი

ერევანში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ივნისს დემონსტრანტების ათზე მეტი კარავია გაშლილი, რითიც მოძრაობა გადაიკეტა - არქიეპისკოპოს ბაგრატ გალსტანიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე აქციის მონაწილეები კვლავ მოითხოვენ პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის გადადგომას, აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობაზე წასვლის გამო.

საპროტესტო დემონსტრაცია აპრილში, ჩრდილოაღმოსავლეთის პროვინცია ტავუშში დაიწყო, იმ ფონზე, როცა სომხეთი და აზერბაიჯანი აწარმოებდნენ მძიმედ მილიტარიზებული საზღვრის დემარკაციის პროცესს, ერევანსა და ბაქოს მიერ მიღწეული შეთანხმების შემდეგ.

"ეს არის უნდობლობის გამოცხადების პირველი ნაბიჯი, ან იმპიჩმენტის პროცესის პირველი ნაბიჯი" - უთხრა გალსტანიანმა ჟურნალისტებს 10 ივნისს, ერთ დღეში მას მერე, რაც ერევანში მიმდინარე აქციის ათასობით მონაწილეს მოუწოდა ოთხდღიანი უწყვეტი პროტესტისკენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG