უკრაინის ქალაქ პოლტავაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 22 პირი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
ამის თაობაზე პოლტავის რეგიონული პროკურატურის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობებზე დაყრდნობით იტყობინება „უკრაინკასია პრავდა“.
ცნობა წინასწარია, მასში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმა X-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტით მოხდა.
პროკურატურა იტყობინება ასევე მრავალსართულიანი სახლების და ელექტროგაყვანილობის დაზიანებაზე.
ფორუმი