Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ჩეხეთს შეხვდება


22 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი ჰამბურგში, „ფოლკსპარკშტადიონზე“ თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებები ისტორიაში პირველად შეხვდებიან ერთმანეთს.

რადგან პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2), ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.

EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს, გელზენკირხენში, სადაც ის პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG