Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში სარაკეტო იერიშის შედეგად მრავალსართულიან სახლს ცეცხლი გაუჩნდა


კიევში სარაკეტო ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. 30 ივნისი, 2024.
კიევში სარაკეტო ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. 30 ივნისი, 2024.

კვირას საღამოს კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქალაქის ობოლონის რაიონში, წინასწარი მონაცემებით, სარაკეტო ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, რომ ხანძარი სახლის მე-8 და მე-9 სართულებზე გაჩნდა.

დაზარალებულთა შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ერთ-ერთ ვიდეოში სახლის მცხოვრებლები ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

მანამდე უკრაინულმა სარდლობამ გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კიევს ჩრდილოეთიდან სარაკეტო საფრთხე ემუქრებოდა. უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობდა, ქალაქში აფეთქებები ისმოდა.

30 ივნისს უფრო ადრე, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG