Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდის ხელისუფლებამ უკრაინაში F-16-ის ექსპორტის ნებართვა გასცა


პირველი F-16-ები უახლოეს მომავალში გაიგზავნება უკრაინაში.
პირველი F-16-ები უახლოეს მომავალში გაიგზავნება უკრაინაში.

ჰოლანდიის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაუშვა 24 F-16 გამანადგურებლის ექსპორტი, რაც ნიშნავს, რომ პირველი თვითმფრინავები უახლოეს მომავალში გაიგზავნება უკრაინაში. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა განაცხადა.

მინისტრის წერილში ნათქვამია, რომ თვითმფრინავების მიწოდების შესახებ დამატებითი ინფორმაცია უსაფრთხოების მიზნით არ გაიცემა.

მაგრამ მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ცნობა, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ დაპირებული F-16 ტიპის 45 ავიაგამანადგურებლის ნაცვლად, უკრაინას შეუძლია ივლისში მხოლოდ ექვსი მიიღოს.


1 მარტს უკრაინამ და ნიდერლანდმა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უკრაინის უსაფრთხოების, თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა წელს ნიდერლანდისგან ორი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას მიიღებს. გარდა ამისა, ნიდერლანდი მომდევნო 10 წლის განმავლობაში უკრაინას მხარდაჭერას გაუწევს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება საჰაერო ძალების, საჰაერო თავდაცვის, საზღვაო და შორეული არტილერიის მხარდაჭერაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG