Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პოლიციამ მაისურზე ანტიპუტინური წარწერისთვის აქტივისტი ფსიქიატრებს შეამოწმებინა


მოსკოვი
მოსკოვი

მოსკოვის პოლიციამ აქტივისტი დააკავა მაისურზე წარწერისთვის - „მე პუტინის წინააღმდეგ ვარ“ და მისთვის ფსიქიატრების ჯგუფი გამოიძახეს. ამის შესახებ „ნასტოიაშჩეე ვრემია“ იტყობინება, თავად აქტივისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით.

აქტივისტმა ალექსეი სოკირკომ ფეისბუკზე 5 ივლისს დაწერა, რომ დააკავეს და მოსთხოვეს, აეხსნა - რა მოტივით ჩაიცვა კონკრეტული მაისური.

„მე ავუხსენი ნეგატიური დამოკიდებულება პუტინის მიმართ, მაგრამ საუბრის შესარბილებლად, ისტორიას გადავწვდი - ვუხსნიდი, რომ მე ცუდი დამოკიდებულება მაქვს ლენინთანაც, სტალინთანაც. შემდეგ, კომპრომისის ძიების მიზნით, მე მათ ვკითხე - შეიძლება თუ არა ჩავიცვა მაისური წარწერით - „მე სტალინის წინააღმდეგ ვარ“, - ალექსეი სოკირკო ასევე იხსენებს, რომ ექიმების ჯგუფი ტელეფონით დაუკავშირდა მის მეუღლეს და ჰკითხა, ხომ არ არის პრობლემები ოჯახში, ხოლო ერთ-ერთი ექიმი დაეთანხმა მას, რომ "ლენინი საზიზღარი იყო" .

ამის შემდეგ, როგორც აქტივისტი ამბობს, პოლიციამ მისთვის ფსიქიატრების ჯგუფი გამოიძახა. ექიმები მივიდნენ და შეამოწმეს, მაგრამ ფსიქიკური პრობლემები ვერ აღმოაჩინეს.

აქტივისტს მოსკოვის პოლიცია სისხლის სამართლის წესით გასამართლებით ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ, ოქმი პიკეტირების წესების დარღვევისთვის შეადგინეს. ალექსეი სოკირკოს მაისური წაართვეს. პოლიციის განყოფილება მან სათადარიგო მაისურით დატოვა. ამ მაისურზე პაციფისტური სიმბოლოკა იყო გამოსახული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG