Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში უნგრეთის მოქალაქე დააკავეს რუსეთისთვის ტექნიკის შეძენის საქმეზე


საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო
საილუსტრაციო ფოტო. აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო

სან-ფრანცისკოს აეროპორტში პოლიციამ სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის სამხედრო პროდუქციის შეძენის საქმეზე უნგრეთის მოქალაქე ბენსე ჰორვატი დააკავა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი იუწყება, რომ ჰორვატმა შეიძინა 200 სამხედრო რადიოსადგური და სცადა მათი გაგზავნა რუსეთში. გამოძიების თანახმად, უნგრეთის მოქალაქე მართავდა შესყიდვების ქსელს, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, კურსკის რეგიონში რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ რადიოკავშირის სისტემების აღჭურვით იყო დაკავებული.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ შესყიდვების ქსელი გასული წლის იანვრიდან ფუნქციონირებს. სტრუქტურებმა, რომელთანაც გამოძიება ჰორვატს აკავშირებს, რადიოაღჭურვილობის გაყიდვის მიზნით მაშინ დაიწყეს მოლაპარაკებები მცირე ამერიკულ კომპანიებთან.

რუსეთს საქონელი, სავარაუდოდ, მიეწოდებოდა ესპანეთში, სერბეთში, უნგრეთსა და ლატვიაში მყოფი შუამავლების მეშვეობით.

სხვა დეტალებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო არ ასაჯაროებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG