გიორგი ტაბატაძე, ნათია ძიძიგურის ადვოკატი: მიუხედავად იმისა, რომ შენიშვნა გამოიყენა ეს არ ათავისუფლებს მას იმისგან, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო. არ მოგვეცა საშუალება გვესაუბრა დაკავების მანქანაში სექსუალური შევიწროვების შემთხვევაზე, რადგან უშუალოდ ამ დავას არ ეხებოდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობები, პოლიციელი, რომელიც დაიკითხა, დაკავების ადგილზე საერთოდ არ იყო.
ნათია ძიძიგური მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა.
შსს-ს იურისტმა ბუბა ნაჭყებიამ თქვა, რომ ნათია ძიძიგურისგან სახდელს არ ითხოვენ, არც პატიმრობას, "მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა" . ძიძიგურის ადვოკატის თქმით, შენიშვნის გამოცხადების საფუძველიც არ არსებობს და ის სრულად უნდა გათავისუფლდეს ნებისმიერი ადმინისტრაციული სასჯელისგან.
ნათია ძიძიგურის პროცესზე მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პირველად ორი ვიდეო, როგორც მტკიცებულება წარადგინა ძიძიგურის ადვოკატმა. ამის შემდეგ შსს-ს იურისტმა თავისი ვიდეომტკიცებულების მოხსნის შუამდგომლობა დააყენა და ეს ახსნა იმით, რომ იგივე კადრები აქვს, ერთი განსხვავებით, "მხოლოდ დაკავების ნაწილი".
ფორუმი