თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დაჩქარებულად და ხანგრძლივი ვადით წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - წასვლამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან თქვა, რომ ამ გზით გაურბოდა დაპატიმრების საფრთხეს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მის ყოფილ პარტნიორზე ძალადობის ბრალდებით არის აღძრული. თეა გოდოლაძემ ამ დრომდე სასამართლოს არაერთ ინსტანციაში დაამტკიცა, რომ თავად იყო ყოფილი პარტნიორისგან ძალადობის მსხვერპლი. აქტიური ქალი მასზე ძალადობის ამბის გამო მადისკრედიტებელი პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეც გახდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თეა გოდოლაძე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული, ტელეკომპანია რუსთავი 2-მა შოვის ტრაგედიის შემდეგ, 2023 წლის აგვისტოში გაავრცელა. იმ პერიოდში, როცა თეა გოდოლაძე აქტიურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას შოვის ტრაგედიის გამო. თეა გოდოლაძეს დაპატიმრების შესახებ ეჭვები გაუჩინა მისი ყოფილი პარტნიორის გამამტყუნებელი განაჩენის ცვლილებამ უზენაესი სასამართლოს მხრიდან და იმ საქმის განხილვის განახლებამ, რომელიც თითქმის ორი წელია სასამართლოში შეჩერებული იყო და სადაც თავად მეცნიერია ბრალდებული. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ის ჰყვება როგორც თავისი ბრძოლის ორ ველზე, ასევე ძალადობის მსხვერპლის გამოცდილებაზე და ამბობს იმასაც, რომ მისთვის ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებაში მთავარი ფაქტორი მაინც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება აღმოჩნდა.
რატომ გადაწყვიტა ცნობილმა მეცნიერმა ქალმა საქართველოს დატოვება
თეა გოდოლაძე, სეისმოლოგი, დაჩქარებულად და ხანგრძლივი ვადით წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში - წასვლამდე ჩაწერილ ინტერვიუში მან თქვა, რომ ამ გზით გაურბოდა დაპატიმრების საფრთხეს იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ მის ყოფილ პარტნიორზე ძალადობის ბრალდებით არის აღძრული.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
ფორუმი