Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ ფიშერი: „ევროკავშირი არ აღიარებს აფხაზეთში გამართულ უკანონო არჩევნებს“ 


პეტერ ფიშერი, საქართველოში გერმანიის ელჩი
პეტერ ფიშერი, საქართველოში გერმანიის ელჩი

საქართველოში გერმანის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

გერმანელი დიპლომატის განცხადება მთავრდება p.s.-ით, რომელშიც ის კვლავ ახსენებს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხშირად გამოყენებულ deep state-სა და მის თითქოსდა გავლენას ევროკავშირზე.

„მე კვლავ განვაგრძობ უარყოფას ცრუ მოსაზრებისა, რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – „დიპ სტეიტი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე“, – წერს პეტერ ფიშერი.

2025 თებერვალს აფხაზეთში - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გაიმართა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის პირველ ტურში მონაწილე კანდიდატებს შორის ხმები ასე განაწილდა:

ბადრა გუნბა - 46%;
ადგურ არძინბა - 37%;
რობერტ არშბა - 7%;
ოლეგ ბარციცი - 4%;
ადგურ ხურხუმალი - 1%.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დიმიტრი მარშანმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ გაიმართება ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც, მისი თქმით, მონაწილეობას მიიღებენ ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია წინასწარ შედეგებს 17 თებერვალს გამოაცხადებს, - იუწყება სააგენტო "აფსნიპრესი", - თუ საარჩევნო ბიულეტენში შეტანილი იყო ორზე მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი და არცერთი მათგანი არ იქნა არჩეული, ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას იმ ორი კანდიდატის მონაწილეობით, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს ორ კვირაში“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG