🛎 აქციებამდე ორი კვირით ადრე ქრისტიმ და ბარბიმ რუსთაველზე პატარა კაფე გახსნეს. თუმცა, მალევე კაფე თავის თავდაპირველ დანიშნულებას გასცდა და იქცა დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად. 👥 გოგოები სხვა მოხალისეებთან ერთად აქციების დაწყებამდე ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს, ხოლო დარბევისას, კაფის პატარა სივრცე ათეულობით ადამიანს აძლევდა უსაფრთხოების იმედს – კარის მიღმა, რომელიც მათთვის ერთადერთ დაცვას წარმოადგენდა. 💵 კაფის ფუნქციონირება მომხმარებლების დონაციებზეა დაფუძნებული – თანხა, რომლითაც საჭმელს, ცხელ სასმელებს და საჭირო ინვენტარს ყიდულობენ ისევ დემონსტრანტებისთვის. ქრისტი და ბარბი დარწმუნებულები არიან, რომ კაფე აქციების დასრულებამდე უნდა იარსებოს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, „ყველას წინა ხაზზე ყოფნა არ შეუძლია”, თუმცა პროტესტის მონაწილეების იქ ყოფნას გაამარტივებს იმის ცოდნა, რომ ზამთრის ცივ დღეებში ეგულებათ ადგილი, სადაც შეძლებენ ცხელი სასმელების, მცირედი საკვებისა და საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხო თავშესაფრის მიღებას.
ქრისტის და ბარბის კაფე: პროტესტის კუთხე მათთვის, ვინც წინა ხაზზე დგას
აქციებამდე ორი კვირით ადრე ქრისტიმ და ბარბიმ რუსთაველზე პატარა კაფე გახსნეს. თუმცა, მალევე კაფე თავის თავდაპირველ დანიშნულებას გასცდა და იქცა დემონსტრანტების დროებით თავშესაფრად
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
ფორუმი