თვეზე მეტია, სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტების შენობების შესასვლელებშია შეკრებილი და პროტესტის ნიშნად არ ტოვებს იქაურობას. მათ პროტესტს რამდენიმე გზავნილი აქვს - სოლიდარობა ერთმანეთისა და აქციების დროს დაკავებულების მიმართ; ამასთან, გაფიცული სტუდენტები ითხოვენ ხელახალ არჩევნებს, დაკავებულების გათავისუფლებას და თავიანთი უნივერსიტეტების ადმინისტრაციების მიერ სოლიდარობის საჯაროდ დაფიქსირებას. მსგავსი პროტესტი 7 უნივერსიტეტში 1 თვეზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებმა დაიკავეს ფოიე, შემდეგ კი მათ შეუერთდნენ თსუ-ს, სეუ-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის, შავი ზღვის უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები. რადიო თავისუფლებამ ბოიკოტში ჩართული სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვა, გადაეღოთ თავიანთი პროტესტის 24 საათი - როგორია ცხოვრება უნივერსიტეტის კედლებში.
24 საათი ბოიკოტში მყოფ სტუდენტებთან
რადიო თავისუფლებამ ბოიკოტში ჩართული სამი უნივერსიტეტის სტუდენტებს სთხოვა, გადაეღოთ თავიანთი პროტესტის 24 საათი - როგორია ცხოვრება უნივერსიტეტის კედლებში.
ეპიზოდები
-
ნოემბერი 10, 2026შეხვედრა ოთხ-ნახევარწლიანი განშორების შემდეგ
-
ნოემბერი 03, 2026რა ელის „ექსპო ჯორჯიას“ - შენარჩუნება თუ გარდაქმნა?
-
ოქტომბერი 31, 2026შვილი: ნიკა ხაჩიძე
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
ფორუმი