ზელენსკის სიტყვებით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რათა მას ომის წარმოების რესურსი გამოეცალოს „მადლობა პარტნიორებს, რომლებსაც ეს ესმით და გვეხმარებიან, მადლობა თითოეულს, ვინც უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ეხმარება, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს ნამოქმედარზე“, ამბობს ზელენსკი.
კიევის ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის დედაქალაქზე დილით თავდასხმისას 28 რუსული დრონიდან, 11 მოიგერია საჰაერო თავდაცვის სისტემებმა.
უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით იერიში რუსეთმა მიიტანა, ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის წინ. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინიციატივით 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, რომელიც "დიდ სამამულო ომში გამარჯვების" 80 წლისთავს ეძღვნება, უკრაინაზე იერიშს არ მიიტანს.
ფორუმი